logo
ENG



ნაცვლიშვილი "მუქარის წერილზე": პროკურატურამ თავი დაანებოს პრემიერის "გათეთრების" მცდელობებს

21 აგვ 202022:35
3 წუთის საკითხავი
 
ნაცვლიშვილი "მუქარის წერილზე": პროკურატურამ თავი დაანებოს პრემიერის "გათეთრების" მცდელობებს

პარტია ლელოს ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ წერილზე, პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიებამ ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

"პროკურატურამ თავი დაანებოს პოლიტიკურ მანიპულაციებს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე პრემიერის "გათეთრების მცდელობებს" და გასცეს პასუხი კითხვებს, ვის ეკუთვნის 20-მდე ავთენტური ანაბეჭდი, რომელიც დაადასტურა ლონდონში ჩატარებულმა ექსპერტიზამ", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

საქართველოს პროკურატურამ დღეს, 21 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ექსპერტიზისთვის წერილის გადაცემამდე, მამუკა ხაზარაძემ წერილის დედანი საკვლევად ბრიტანულ კერძო კომპანიას გადაუგზავნა. პროკურატურა იუწყება, რომ ბრიტანული კომპანიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები ერთმანეთს დაემთხვა.
საქმე ეხება 2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ წერილს, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელმა შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ წერილში, მისი მტკიცებით, გიორგი გახარია მას ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის "ტელეკომპანია იმედის" ტრენდზე გადაყვანას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ემუქრებოდა.


close დახურვა